წელს ცივი თებერვალია, დილით დედამ გამაღვიძა ადექი, სკოლაში გაგვიანდება. ნახევრად მძინარემ ტანსაცმელი ჩავიცვი და ინერციით წავედი სკოლისკენ, გარეთ ყინვა იყო, ამინდი ძალიან მოქმედებდა ჩემზე, დეპრესიულ ხასიათზე დავდექი. გეოგრაფიის გაკვეთილმა უინტერესოდ ჩაიარა, დასვენებაზე გარეთ გავედი და ჩემი სხეული გაიყინა, ჩემს წინ იდგა ანგელოზი, ქერა თმებით და ულამაზესი სახის ნაკვთებით, ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა, თუმცა სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით თქვენც ვერასოდეს დაიჯერებთ. მეგობართან ერთად იდგა და მომაჯადოვებლად იღიმოდა. გონებაში ყველაფერი ამერია, მსგავსი რამ არასოდეს მომსვლია და ცოტა შემეშინდა, ზარის ხმამ გამომაფხიზლა და კლასში დავბრუნდი
↧