ალბათ არასდროს გაუშვებდა ხელს შვილს მისი ნება რომ ყოფილიყო მაგრამ ტასოს კივილი გაიგონეს რომელიც მეორე სართულიდან ისმოდა და ორივე იქეთ გაიქცნენ. ნანახმა დემეტრე შეძრა მაგრამ ანდრონიკეს ექიმის ინსტიქტი მოქმედებდა და იმ წამს ვერც იაზრებდა საყვარელ ქალს ეხმარებოდა თუ უბრალო პაციენტს . სოფო იატაკზე ეგდო უგონოდ დარტყმის შედეგად თავიდან სისხლი სდიოდა , ტასოს კი მისი თავი კალთაშ ედო და ფერდაკარგულ სახეზე სისხლიან ხელებს უსმევდა, პანიკაში მყოფი ცრემლებად იღვრებოდა , დემეტრემ გულშ ჩაიკრა და მის დამშვიდებას შეეცადა. ანდროს უკვე მიჰყავდა გონდაკარგული ქალი და ისინიც უკან გაჰყვნენ.
↧