რამდენიმე დღის შემდეგ გავაცნობიარე, რომ არ ვიცოდი თუ სად წავიდა დიმიტრი, რატომ წავიდა? ახსნის გარეშე დამტოვა 1 წლით, 12 თვით, 365 დღით, 89060 საათით, 5343600 წუთით და 320616000 წამით. ამ რიცხვებს კი ერთი 7-იანიც არ ურევიათ. დამთხვევაა, ნამდვილი დამთხვევა! გავამხნევე ჩემი თავი და დირექტორის კაბინეტში შევედი შვებულების ასაღებად. ამ პრობლემის (დიმიტრის) გადამკიდე ნორმალურად ვერ დავისვენე
↧