-სამართლიანობა არაა. ეს მეც ვიცი, მაგრამამას ჩემს თავზე ვერ ავიღებ. ეს ,რომ სრულიად უცხო ადამიანს ეხებოდეს ყველაფერს გავაკეთებდი ,მაგრამ ... მიუხედავად იმისა ,რომ სულ ცოტა ხანია რაც ვიცნობ ძალიან შემიყვარდა. დავახლოვდით. არა მარტო მასთან მთელს მის ოჯახთან. ჩვენი და ჩვენი ოჯახების გზები გადაიკვეთა. ჯერ კიდევ გუშინ იმას ვუჩიჩინებდი მეორე ბავშვს რატომ არ აჩენ-თქო. სანამ სახლში გადმოვიდოდი მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი ნეტა მართლა ,რომ დაორსულდეს-თქო...ახლა მივიდე და მათ ოჯახში ბომბი ავაფეთქო? მაპატიე ,მაგრამ არ შემიძლია. მე არ შემიძლია და სხვას ... მე უბრალოდ...ანას გამო ძალიან ვწუხვარ , მაგრამ მირჩევნია ამ საქმეს ხელი არ მოვკიდო...გეფიცები გულწრფელად ვწუხარ.
↧