გაქცევაც ვცადე...არ გამომივიდა... უზარმაზარი ბეტონის გალავანიდან მაშინ ჩამომხსნა დაცვამ , როცა ზედ გაჭირვებით ავფოფხდი და თავი უკვე სამშვიდობოს მეგონა.მაშინვე ბატონ ნიკოლოზს დაურეკეს...ეხლაც მახსოვს ჭიშკართან ბორბლების დამუხრუჭების საშინელი ხმა... ფანჯრიდან დავინახე, როგორ გადმოვიდა მანქანიდან და რა სისწრაფით გამოიქცა სახლისკენ. უკან დიმა მოსდევდა..."ვაიმე თინი დაიმალე, დროზე დაიმალე, თორემ შემოაკვდები"
↧