გახსოვს გრძნობის ხიდი ჩატყდა ჩვენ ორს შორის,
დღეს მე შევამთელე და შენ გელოდები.
მერცხლებს გავუმხილე ჩვენი საიდუმლო,
ის, რომ არავიში შენ არ მეორდები.
გახსოვს ვაშენებდით ჩვენთვის გრძნობის ბუდეს,
ეხლა გრძნობები მაქვს თითქოს შემოცლილი.
ვიცი ვერ გნახავ და შენ ვერ შემომივსებ,
შენი ძებნით მაინც ქალაქს შემოვივლი.
დღეს მე შევამთელე და შენ გელოდები.
მერცხლებს გავუმხილე ჩვენი საიდუმლო,
ის, რომ არავიში შენ არ მეორდები.
გახსოვს ვაშენებდით ჩვენთვის გრძნობის ბუდეს,
ეხლა გრძნობები მაქვს თითქოს შემოცლილი.
ვიცი ვერ გნახავ და შენ ვერ შემომივსებ,
შენი ძებნით მაინც ქალაქს შემოვივლი.