ჯანდაბა, გასაღები არ ჰქონდა. ისევ ზემოთ უნდა აბრუნებულიყო. ერთი საფეხური აიარა, მაგრამ გაჩერდა, უღონოდ დაეშვა და საფეხურზევე ჩამოჯდა. მოაჯირს მიეყუდა და ამოისუნთქა. "ცოლი მოჰყავს" - ისევ მკაფიოდ გაიგონა ნატალიას აღფრთოვანებული ხმა. არ ეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა.
↧