გიორგი ერთხანს თვალებში მიყურებს, არ ვიცი იქ რისი დანახვა უნდა. ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ვარ, მისი ახსნა გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ჩემთვის არც ისე დამაკმაყოფილებელია, უფრო სწორედ ვხვდები, ეს რატომ გააკეთა და ნაწილობრივ მესმის მისი, მაგრამ თითქოს შინაგანად სხვა რამეს ველოდი. არ ვიცი რას, მაგრამ უფრო სხვა რამეს. ალბათ ირაკლისგან განსხვავებით უფრო ძლიერი მეგონა გიორგი. საშინელი იმედგაცრუება მიპყრობს. ვუყურებ გიორგის ზურგს და არ ვიცი რა ვქნა.
↧