-ბოლო ცდაა... - ჩაილაპარაკა აღელვებულმა ბაჩომ. ხელები სახეზე მოვისვი დასამშვიდებლად და ალექსანდრეს გავხედე. შევამჩნიე, რომ სიღრმისკენ მიმავალი ხალხისკენ იხედებოდა. ბავშვებისთვის აღარაფერი მითქვამს, თვალზე ცრემლმომდგარი სირბილით გავიჭერი წინ ისე რომ ალექსანდრეს დავენახე და ხელი დავუქნიე. მაშინვე დამინახა და გამიღიმა. ცრემლები სულ უკუვაგდე და მეც უდარდელად გავუღიმე რომ გამემხნევებინა. მოცინარმა გავუსწორე მზერა და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
↧