ცხრა საათი სრულდებოდა და თამო ისევ არ ბრძანდებოდა სახლში. არც ტელეფონს პასუხობდა. არ შემშინებია, ასე იკარგებოდა ხოლმე… მაგრამ სანამ მის ხმას არ გავიგებდი, ვერა და ვერ ვისვენებდი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე სანდრო მომაკითხავდა და კიდევ უფრო უარესი, ერეკლესა და მის გოგოს გავიცნობდი. მეგობრის გამხნევაბა ნამდვილად არ მაწყენდა…
↧