Quantcast
Channel: 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი
Viewing all articles
Browse latest Browse all 4889

ჭირვეული სტუმარი (22 თავი)

$
0
0
ოცდამეორე თავი

ნერვიულად ვცემდი ბოლთას, დასამშვიდებლად ახლოს მოკარებასაც კი ვერ ბედავდნენ. სავარაუდო ვერსიებთან დაკავშირებით ტვინი გამალებით მუშაობდა. ტელეფონი რა თქმა უნდა მამუკასაც გამორთული ჰქონდა. ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, ასეთი რამ რისი იმედით გააკეთა, ნუთუ მართლა სჯეროდა, რომ შეიძლება მისი გრძნობები საპასუხოც ყოფილიყო?! ნერვიულად მეცინებოდა ამაზე ფიქრისას. ასეთ უგუნურ საქციელს, მხოლოდ უაზროდ სასოწარკვეთილი ადამიანი თუ ჩაიდენდა.
ისიც კარგად ვიცოდი, რომ ჩემი ძმა სულელი არ იყო, მოსალოდნელ რისკებზე ნაფიქრიც ექნებოდა, უდაოდ მშვენივრად ხვდებოდა, რომ ჯაბა კაიშაური თუ მოინდომებდა წუთში მოძებნიდა, მიწიდან ამოთხრიდა.

Viewing all articles
Browse latest Browse all 4889

Trending Articles