გამეღვიძა, ვიგრძენი რომ უკვე გათენებული იყო, თავს მშვიდად და გამოძინებულად ვგრძნობდი. მეღვიძა, მაგრამ თვალებს არ ვახელდი. ყოველ დილით ერთი და იგივე, ყოველ დილით მოლოდინი, რომ ამჯერად გამომივა, რომ ამჯერად გავიხარებ...
ნელ-ნელა, მძიმედ დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და თვალი გავაშტერე, ისევ იგივე, ისევ სიბნელე, ისევ უკუნი... ყოველ დილით ველი სასწაულს, რომელიც არ ხდება, რომლის მოლოდინიც ნელ-ნელა მიქრება, ხალისი მერთმევა...