ვფიქრობ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ძალაუფლება სამუდამო არ არის, რომ ის მხოლოდ დროებითია და მით უმეტეს ცუდი გზებით მიღწეული ძალაუფლებაა მალე დასრულებადი. "ენარცხება მიწას, მეფეც და მონაც" - ეს არის ის დევიზი, რის გამოც ამ ლექსის დაწერა გადავწყვიტე, რაც მინდა ყველამ გაითავისოს, რაც მსურს, რომ იცოდეს ყოველმა თქვენგანმა. მე არ ვცდილობ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მე სიყვარული მჭირდება, თქვენი სიყვარული, დედოფლის სიყვარული, სიყვარულით ვარსებობ და სიყვარულით ვიარსებებ, სამუდამოდ!
↧