– გიყურებ, გაკვირდები და ვერ გამიგია, შენ, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, შვილი როგორ უნდა გააჩინო ახლო მომავალში. – გაიცინა და ძილისაგან აწითლებული ლოყები დაუკოცნა შვილს. – რამეს ვიზამ. – გაიკრიჭა სასაცილოდ თამარი. – ვაიმე, ჩემი და ნოეს შვილს რომ წარმოვიდგენ, ბედნიერებისაგან მაკანკალებს. – ჯერ სად ხარ, დეე. ყველაფერი წინ არის. ისაუზმებ, ხო?
↧