ანამ როგორც იქნა თვალები გაახილა. ეგონა ცუდი სიზმარი ნახა, მაგრამ როდესაც გარშემო მიმოიხედა ძველი კადრები გონებაში აღიდგინა, მისი გული, გონება და სხეული კი საშინელმა ტკივილმა მოიცვა. სიცოცხლე აღარ უნდოდა. საყვარელი მამა დაკარგა, კაცი კი რომელსაც ცოლად უნდა გაყოლოდა, რეანიმაციაში უგონოდ ესვენა ლოგინზე.
↧