– ნეტავ ხვდებოდე, როგორ ვამაყობ შენით! მე მჯერა, რომ შენს მისიას წარმატებებით შეასრულებ, ჩემო ცხოვრებავ! – უთხრა, თუ არა, მის სახეზე ბედნიერებისაგან გაპობილი ღიმილი დაიჭირა. – ამის გარდა, ყველაფერს ველოდი, შენ თავს ვფიცავარ. – აღფრთოვანება, სიხარული, ბედნიერება, გაოცება, სიამაყე, ყველაფერი ჩანდა მის სახეზე.– რით ვერ გამიცანი? – უკმაყოფილოდ დამანჭა სახე თამარამ
↧