-ლანა,საკმარისია,მარიას არასდროს გამოვიყენებ,ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია და მოგწონს ეს თუ არა,მას მალე ჩემი გვარი დაამშვენებს!-ამაყად განაცხადა უმცროსმა ერისთავმა და აცახცახებული გოგონა გულში ჩაიკრა... ტაშის დაკვირს ხმა გაისმა ერთ კუთხეში,შემდეგ სხვებიც აყვნენ და ოვაციებით დააჯილდოვეს ახალგაზრდა მამაცი წყვილი და გამწარებული ლანა გააცილეს კლუბიდან,მარიას კი მამაკაცისგან წამოსული სითბოსა და ენერგიისგან სულ გადავიწყებოდა ის უსიამოვნება,რომელიც ახლახანს კლუბში მოხდა,თუმცა არ დავიწყებოდა ის ფაქტი,რომელსაც დღეს დილით შეესწრო,მერე ანაზდად მოშორდა ლუკას სხეულს და ცივი გამომეტყველებით შეხედა
-დღეს კი კარგად ეფერებოდი...-თავი განზე გაწია,ლუკას გაეღიმა გოგონას გაბუტვაზე,ვერ მოითმინა და ტუჩებზე დაეკონა...
-დღეს კი კარგად ეფერებოდი...-თავი განზე გაწია,ლუკას გაეღიმა გოგონას გაბუტვაზე,ვერ მოითმინა და ტუჩებზე დაეკონა...