წავიდეთ,
ავუყვეთ გრძნობების ხეობებს!
გადავდგათ ნაბიჯი - განვუდგეთ უსისხლო მკვლელობებს!
წავიდეთ -
გველიან ტიტველი ვერხვები,
ჩვენ ავაყვავილოთ ტუჩების მხურვალე შეხებით!
წავიდეთ!
ღრუბლებზე ავიდეთ ფერებით!
ვამღეროთ ჩიტები მხურვალე, მაჟორულ ბგერებით!