წვიმისგან დასველებულ ქვაფენილს მხოლოდ ჩემი ნაბიჯები აპობს... მივდივარ და არ ვიცი სად, რისთვის ან თუნდაც ვისთან... გაუაზრებლად მივდივარ და ვაკვირდები გარემოს. ხალხი მოჟამული სახით დაიარება. მიკვირს, თუ არ გიხარია ცხოვრება უკმაყოფილო მაინც რატომ დადიხარ... რაც ღმერთმა გიწყალობა იმას უნდა დაკმაყოფილდე... მაგრამ ჰო! სულ დამავიწყდა რომ ახლა მე ადამიანზე ვლაპარაკობ, მტაცებელზე შეუბრალებელ და ყველაზე გაუმაძღარ არსებაზე მსოფლიოში...
↧