დილით თერთმეტ საათზე მეღვიძება. გუშინ ბავშვები შეფს უთანხმდებოდნენ დღევანდელი დღის გაცდენაზე და რადგან ვერ დაითანხმეს, ჩვენ ცალკე ავჯანყდით. დღეს პრაქტიკაზე წესით არავინ უნდა იყოს, თუ რა თქმა უნდა, ყვავმა არ გამოიდო თავი. წარმოვიდგენ რეზის გამომეტყველებას, როცა საკონდიტრო ცარიელი დახვდება და გულიანად მეცინება.
↧