ავტომობილი მიექანება ჟინვალ გესისკენ, მისი მგზავრები გადაღლილი სახით გადაჰყურებენ სიმწვანეში ჩაფლულ წყალს, ნუთუ შეიძლება ადამიანს ასეთი სილამაზის დანახვისას გული არ აუჩუყდეს?! თუმცა უცნაურია, მგზავრები თითქოს ვერც კი ამჩნევენ ბუნების ამ საოცრებას, მიკვირს და მაღიზიანებს მათი ინერტული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ვაჟა-ფშაველა სწორედ ამ ბუნებამ შობა.
↧